მედიის ინფორმაციით, რუსეთმა სამშვიდობო ძალების ყაზახეთში შეყვანა დაიწყო
რუსეთმა სამშვიდობო ძალების
ყაზახეთში შეყვანა დაიწყო, - ინფორმაციას რუსული
მედია კოლექტიური უსაფრთხოების
ხელშეკრულების ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დროისათვის სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილის
გადაყვანა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო
კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით
ხდება. სამხედრო ნაწილებმა უკვე დაიწყეს დაკისრებული ამოცანების
შესრულება", - წერია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების
ორგანიზაციის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის,
სომხეთის, ბელარუსის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამხედროები
შედიან.