ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებულია
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო
გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო
მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო
გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის
საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე
აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30
ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.