ახალი ამბები
"არ მოგენატრათ განვითარების ტემპი?" - მიხეილ სააკაშვილი
„არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? განვითარების ტემპი და დრაივი? სიახლე და აღმშენებლობა? სიყვარული და სითბო? გამარჯვების ზეიმი?“ - ამ კითხვებით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზიდან მოსახლეობას და დაამატა: „თუ მოგენატრათ რაც ახლა ხდება ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ!“


როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის ყველაფრის მიუხედავად ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მისივე თქმით, ზუსტად იცოდა, რომ შეიძლებოდა გზაში ვინმეს მოეკლა ან ჩაესვათ დილეგში, საიდანაც „ცოცხლად გამოშვების შანსი მინიმალურია“.

„მინდა დავიწყო იმით, რატომ ვარ დღეს ამ დარბაზში, რატომ ვარ დღეს საქართველოში - თქვენ იცით, მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება, მაგრამ ორი თვეა არ შეკრებილა გასაგები მიზეზების გამო. საბჭოში შედიან უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, ყველა მინისტრი, გენერალური პროკურორი და დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინის პარლამენტისთვის რეფორმებს. ჩემი მომზადებული რეფორმების მიხედვით რამდენიმე კანონი მიიღო „ვერხოვნა რადამ“. ეს არის კანონი მაგალითად, მიწის საკუთრების შესახებ, რომელიც არ აწყენდა არც საქართველოს, რადგან ძალიან დიდი კორუფციაა. უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, „იფსოსის“ გამოკითხვით - ვის ნახვას ისურვებდით უკრაინის პრემიერ-მინისტრად - პირველ ადგილზე ვარ. მეტიც, მინიმუმ ორჯერ მაქვს უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე უარი ნათქვამი პრეზიდენტ პოროშენკოს დროს. რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს ვყოფილვარ ასე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში. სახლიც მქონდა, კარიც მაქვს, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც. მთელ მსოფლიოში ვკითხულობ ლექციებს - მექსიკაში წავუკითხე ამას წინათ ლექცია 600 მილიონერს და მილიარდერს საგადასახადო კოდექსზე. მე ეს ყველაფერი გვერდით გავწიე, უარი ვთქვი დროებით და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლებოდა გზაში მოვეკალი, ან ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი, როგორც ყველა დავრწმუნდით, არის მინიმალური. ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი ამ ყველაფერზე იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, რომ ყველა ზემოთ ხსენებული ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა დადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაღწევის შანსი პრაქტიკულად ძალიან დაბალია“, - განაცხადა სააკაშვილმა.


თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად ესწრება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სანდრო გირგვლიანისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეებზე. ექსპრეზიდენტი საქართველოში წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს.




Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.