მრავალფუნქციური ინტერაქტიული რუკების ვებგვერდი შეიქმნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მრავალფუნქციური ინტერაქტიული
რუკების ვებგვერდი Maps.gov.ge შექმნა.
ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში
გაიმართა.
მრავალფუნქციური ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებს
შესაძლებლობა აქვთ პირადი ნომრით, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით ან
უძრავი ქონების მისამართით მოიძიონ მათთვის სასურველი ინფორმაცია.
ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია სივრცის გაზიარება, რუკებზე
ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ობიექტებს შორის მანძილის და ფართობის
გაზომვა და რუკის მართვის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება.
თემატურად დაყოფილი ინტერაქტიული რუკების საშუალებით მოქალაქეები
მარტივად შეძლებენ გეოგრაფიული მონაცემები, განახლებული
ორთოფოტოგეგმები და მრავალფეროვანი ტოპოგრაფიული მონაცემები
იპოვონ.
ვებგვერდი ორენოვანია და სრულად თავსებადია მობილურ მოწყობილობებთან,
პლანშეტებთან და სხვა ოპერაციულ სისტემებთან.