ახალი ამბები
ამერიკელი კონგრესმენის მოწოდება „ქართულ ოცნებას“
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამერიკელი კონგრესმენი განცხადებას ავრცელებს. ბრედ შერმანი საქართველოს მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს.


"ღრმად შეწუხებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მას შემდეგ, რაც ის დაიჭირეს დაუსწრებლად შეფარდებული ბრალდებების საფუძველზე, რასაც ფართოდ აკრიტიკებენ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს. ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის გაგრძელება საქართველოში პოლიტიკური ფრაგმენტაციის გაღრმავების საფრთხეს ქმნის და ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესს. მაშინ, როცა საქართველო ცდილობს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას, რამაც შეასუსტა ხალხის ნდობა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესების მიმართ, პოლიტიკური ფიგურების დაკავების საგანგაშო ტენდენცია, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიასი, არ წარმოადგენს იმ გზას, რაც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური გეზისთვის.
როგორც აშშ-ის საგარეო ურთიერთობების პალატის უფროსი წევრი, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გადაიყვანოს კრიტიკული მკურნალობის საავადმყოფოში. სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო და სამართლებრივ მომსახურებაზე წვდომის გარანტია, გადამწვეტია ქართველი ხალხის ნდობის აღდგენისთვის და ქვეყნის ჭეშმარიტ დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად“,
- აცხადებს კონგრესმენი.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.