ახალი ამბები
ზუგდიდის #20 უბანთან დაპირისპირების დროს ხუთი პირი დააკავეს
ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-20 უბანთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ორგანიზაციის წევრსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის. ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ მამუკა წოწერიაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით ხუთი პირი დააკავა. მათ შორის არიან “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული ერთი და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ოთხი პირი. დაკავებულებს შორის არიან გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია
მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი მუმლაძემ ზუგდიდელებს სეპარატისტები უწოდა. მუმლაძე ამას უარყოფს.

„მარნეულელს აქ რა გინდაო, მიყვირიან“, – უთხრა გიორგი მუმლაძემ მე-20 საარჩევნო უბანთან მისულ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი ჩიქოვანს.
დამატებით „აჭარის განვითარების ცენტრიდან“ დამკვირვებელმა გიორგი მუმლაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უბანთან მყოფი კრიმინალური ჯგუფების წარმომადგენლები მას დაუპირისპირდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ ჰქონდა მეგრული გვარი.

დაკავებამდე მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, ნიკა ნარსია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” სახელით იყრიდა კენჭს. ის დაკავებამდე ამბობდა, რომ მათ წარმომადგენელ ბექა პაპაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა “მწვანე ალტერნატივა – მწვანე დედამიწის” დამკვირვებელი ჯონი ციმინტია. ნარსია ამბობდა, რომ უბანთან სიებით ხელში მოქალაქეები შეამჩნიეს, ამ საკითხით დაინტერესებამ კი ციმინტია გააღიზიანა.
ადგილზე რჩებიან პოლიციის წარმომადგენლები

წყარო: www.radiotavisupleba.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.