ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე სამცხე-ჯავახეთს ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში ესტუმრა
ამირან გამყრელიძე ორდღიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში იმყოფება.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ განძის ამბულატორიაში ადგილობრივებთან ერთად, სამედიცინო პერსონალი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სკოლის მასწავლებლები სინოფარმის, სინოვაკისა და ფაიზერის ვაქცინით იცრებიან.

“ჩვენი ვიზიტის მიზანია მარათონის ფარგლებში მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მეტი კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან,სოფლის ექიმებთან,რწმუნებულებთან,რადგან მათ სერიოზული როლი უნდა ითამაშონ აცრის მოწოდებისკენ. ნინოწმინდაში ვაქცინირებულია 15%, უნდა მივაღწიოთ 60%-ს”
- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.


გამყრელიძემ მოსახლეობის შიშებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვაქცინას რაიმე სახის განსაკუთრებული უკუჩვენება არ აქვს.

„ჩემმა კოლეგამ იცის, თუ ალერგიული რეაქცია აქვს ადამიანს, მაშინ საჭიროა დამატებითი კონსულტაცია. ჩვენ უკვე გაკეთებული გვაქვს ორ მილიონამდე აცრა, აქედან გართულება მოყვა მხოლოდ 100-დან 120-მდე შემთხვევას, რა დროსაც მოქალაქეს დასჭირდა რამდენიმე დღე სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა.“ რაც შეეხება იმ საკითხს, გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო - ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობენ, თუმცა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს. გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ირიბი სავალდებულო მექანიზმები გამოიყენონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი დღესვე ახალქალაქს და ასპინძას ეწვევა, 29 ოქტომბერს კი დაგეგმილია მისი ვიზიტი ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში.

წყარო: ახალციხის მეცხრე არხი

https://tv9news.ge/ka/akhali-ambebi/jandacva/article/30003-amiran-gamyrelidze-vaqcinis-usafrthkhoebashi-ninotsmindis-mosakhleobas-artsmunebs-s-viziti-samckhe-javakhethshi



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი, რომლის
10%-საც არ ვიყენებთ, არის ბალნეოლოგიური კურორტები“ –
13:51 / 03.10.2024
„ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი, რომლის 10%-საც არ ვიყენებთ, არის ბალნეოლოგიური კურორტები“ –
ბორჯომის ისტორიული არეალის
რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი
09:53 / 03.10.2024
ბორჯომის ისტორიული არეალის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26
ოქტომბერს გაიმართება.
12:01 / 01.10.2024
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
15:24 / 30.09.2024
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელიც ბოლო ათწლეულებია წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდება,
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.