"თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, მაშინ საკმაოდ რთული ნოემბერი იქნება"-ამირან გამყრელიძე
„დღეს მთავარი იარაღი არის
აცრა. სამწუხაროდ, ყოველდღიური აცრის რაოდენობა დაცემულია, რაც ძალიან
ცუდია.
ამიტომ, აცრის მაჩვენებელი
უნდა გავზარდოთ. ხვალ აცრის მარათონი იწყება ქვეყანაში და ვნახოთ,
როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. დავაკვირდებით მიმდინარეობას,
თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, მაშინ საკმაოდ რთული ნოემბერი
იქნება და ქვეყანას ისევ შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება მოუწევს,
სხვაგვარად ეპიდსიტუაცია ვერ დამშვიდდება“,-განაცხადა
გამყრელიძემ.
17 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 911 877 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 010 739 ადამიანი - მოზრდილი
მოსახლეობის 35.6 %.
სრულად ვაქცინირებულია 900 916 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის
31.5%.
16 ოქტომბერს აიცრა 4 681 ადამიანი.