საქართველოში გლოვის დღეა
8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის
ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის
პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ
გამოცხადდა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9
ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა
სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.