სამცხე-ჯავახეთში 52 ადამიანი დაინფიცირდა - 7 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა
ბოლო დღე-ღამეში სამცხე-ჯავახეთში
კორონავირუსი 52 პირს დაუდასტურდა.
ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 228 ახალი დადასტურებული
შემთხვევა. კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 626 058-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ოქტომბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
5.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.61%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 711 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 596 380.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 162 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 638 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 469,
ქვემო ქართლი - 125, შიდა ქართლი - 100, გურია - 82, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 241, კახეთი - 324, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი
- 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 490 საიდანაც:
4 150 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 1 435, აჭარაში - 355, იმერეთში - 942. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 959 პირი, მათ შორის, თბილისში - 330, აჭარაში - 90,
იმერეთში - 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 256 პირი,
მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 26, იმერეთში - 29. 633 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 306 - თბილისში, 185 -
აჭარაში. 15 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 6.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 6 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო
საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 227 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 085 ადამიანი.