ახალი ამბები
ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა
ახალციხეში საარქივო დოკუმენტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცავებში განთავსდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ბესიკ ამირანაშვილთან და ეროვნული არქივის ხელმძღვანელთან თეონა იაშვილთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გახსნა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ეროვნული არქივის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული შენობა 1962 წელს არის აგებული. შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, მის გვერდით 3-სართულიანი არქივსაცავი აშენდა, რომელიც არსებულ შენობას პანორამული დერეფნებით დაუკავშირდა. ამჟამად შენობის საერთო ფართი 1300მ2-ია. გაიზარდა საცავის ფართიც და 850მ2 შეადგინა. ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების აქ დაცულ 139 100-ზემეტ საარქივო საქმეს ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის საარქივო ფონდები დაემატება და საქმეთა რაოდენობა 240 ათასს გადააჭარბებს.

საარქივო დოკუმენტებს შორისაა სახელმწიფო მმართველობის, ადგილობრივი ორგანოების, სახალხო კონტროლის, საფინანსო, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის, სახალხო განათლების, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ დაწესებულებათა მასალა.

შენობა სრულად აღიჭურვა გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემებით. მოქალაქეთათვის მოეწყო სამკითხველო დარბაზი, კეთილმოეწყო ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის რეაბილიტაციისა და ახალი საცავის მშენებლობის საწყის ეტაპზევე, მიწის სამუშაოებისას, აღმოჩნდა XVIII-XIX საუკუნის არქეოლოგიური ნაშთი - ძველი შენობის ფრაგმენტები, რომელიც დამთვალიერებლისთვის ღიაა.

ნაგებობის ნაშთის კვლევასა და კონსერვაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისეროვნული სააგენტო აწარმოებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.