86 ინფიცირებული სამცხე-ჯავახეთში, ქვეყანაში გარდაიცვალა 74 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების 3886 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 74
პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52
162 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 129 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22
033 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 553 697-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 აგვისტოს მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
9.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.36%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან
გამოჯანმრთელდა 4 103 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 497 517.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 482 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 886 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 509 შემთხვევა, აჭარა - 445,
იმერეთი - 487, ქვემო ქართლი - 280, შიდა ქართლი - 223, გურია - 97,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 279, კახეთი - 369, მცხეთა-მთიანეთი - 84,
სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 560 პირი, მათ შორის, თბილისში - 684,
აჭარაში - 158, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
379 პირი, მათგან თბილისში - 235, აჭარაში - 38, იმერეთში - 28. 2 454
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 148 -
თბილისში, 808 - აჭარაში. 38 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს
გადის საცხოვრებელ ბინაზე.