ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარია
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
ხანძარი დაახლოებით სამი საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი ბორჯომი-ახალციხის
საზღვარზე,
ერთ ჰექტარ ფართობზე მოტეხილ ხეებსა
და ბალახზეა გავრცელებული. ტერიტორია მიუვალია. ადგილზე მუშაობენ
სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.