ცესკოს თავმჯდომარედ პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
საქართველოს პარლამენტმა ცესკო-ს
თავმჯდომარე და ორი პროფესიონალი წევრი აირჩია. პარლამენტმა ცესკო-ს
თავმჯდომარედ 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ გიორგი კალანდარიშვილი
დაამტკიცა.
კენჭისყრა ამჯერად სრული შემადგენლობის უმრავლესობის კვორუმით
ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკოში არსებულ ვაკანტურ
თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატებს სულ მცირე 76 ხმა სჭირდებოდათ.
პარლამენტმა ცესკო-ს პროფესიონალ წევრებად გია ცაცაშვილისა და (81
მომხრე) და მაია ზარიძის (81 მომხრე) კანდიდატურები დაამტკიცა.
სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და
წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.
საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების
გათვალისწინებით, კენჭისყრა ორჯერ 2/3-იანი კვორუმით და ერთხელ
3/5-იანი კვორუმით ჩატარდა, თუმცა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის
საერთო კანდიდატებზე ვერშეთანხმების გამო, მაღალი კვორუმით არჩევა ვერ
მოხდა.