სალომე ზურაბიშვილი დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება
დღეს, 2 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
ოპოზიციისა და ხელისუფლების წევრებს შეხვდება.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტი
პოლიტიკურ ჯგუფებთან ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას განიხილავს.
შეხვედრა დღის განმავლობაში გაიმართება თუმცა დრო და იმ პირების
ვინაობა ვისაც ზურაბიშვილი შეხვდება ჯერ დაკონკრეტებული არაა.