სოფელ ქვაბისხევში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა (R)
სოფელ ქვაბისხევში სპორტული მოედნის
მოწყობის სამუშაოები დასრულდა. მოედნის მიმდებარედ განთავსებულია
ფიტნეს ზონა,
რაც ერთიანობაში სპორტულ კომპლექსს
ქმნის.
შესრულებულ სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით
ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ
არბოლიშვილი და მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა
არდაგნის დასახლებაშიც. ქვაბისხევსა და არდაგანში სპორტული მოედნების
მოწყობა/რეაბილიტაციის ღირებულება 110 820 ლარს შეადგენს. სამუშაოები
შპს "მშენებელმა" შეასრულა.
ბორჯომის მერიის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის
პოპულარიზაცია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული მოედნების
მოწყობის პროცესი გაგრძელდება.