სოფელ ჭობისხევში საყრდენი კედელი კეთდება
სოფელ ჭობისხევში გზის გამყოლი საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი,
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და
მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე ადგილზე გაეცნენ.
საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებს „საგზაო-სამშენებლო სამმართველო
N2“ ასრულებს. კედლის მოწყობის ღირებულება 262 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულება ივლისის მეორე ნახევარში იგეგმება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები
ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო.
(R)