ახალი ამბები
ახალ უბანში სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა (R)
ახალ უბანში სკვერის მოწყობის
სამუშაოები დასრულდა.
პროექტის მიხედვით მოეწყო დასასვენებელი სივრცე, განთავსდა საბავშვო
ატრაქციონი, სკამები და ფანჩატური.
ტერიტორიაზე საყრდენი კედელი მოეწყო,
რომელიც ბუნებრივი ქვით მოპირკეთდა. მიმდებარედ მოეწყო პარკინგის ზონა
და მოაჯირები. დამონტაჟდა გარე-განათება. ტერიტორია გამწვანდა.
სკვერის მოსაწყობად 72 791 ლარი დაიხარჯა.
გააზიარეთ :