ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი
თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ
რეჟიმში განაგრძობს.
სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი
ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი. - წერია უწყების
განცხადებაში