ხვალ ბორჯომში წმ. ნიკოლოზის გზა, ტრადიციული მსვლელობა გაიმართება
ხვალ,
21 მაისს, ბორჯომში, ტრადიციული მსვლელობა , ე.წ
წმ. ნიკოლოზის
გზა გაიმართება. მსვლელობა ტიმოთესუბნის მონასტრიდან დაიწყება და წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში დასრულდება.
"ტრადიციული ლოცვითი მსველობა (წმ. ნიკოლოზის გზა),
მაღალყოვლადუსამღვდელოესი, მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით წელსაც
შედგება.
პანდემიასთან დაკავშირებული ყოველი რეგულაცია გათვალისწინებული და
დაცული იქნება: პირბადის ტარება, დისტანცია.
ღვთის მადლით, ტრადიციულად, 21 მაისს გავივლით გზას, რომელიც ტიმოთეს
უბნიდან იწყება წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძრამდე.
ლოცვითი მსვლელობა, დაახლოებით 22-23 წელს ითვლის, რომელიც
მიტროპოლიტი სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით დაარსდა.
დილით, 09:30 წუთზე ქალაქის ცენტრიდან უფასო ავტობუსები გაემგზავრება
ტიმოთეს უბნის მიმართულებით. 11:00 საათზე შესრულდება პარაკლისი,
პარაკლისის შემდეგ დაიწყება ლოცითი მსვლელობა"
- დეკანოზი იოანე ხეცურიანი.