ქარხნის თანამშრომლები პროტესტს არ წყვეტენ - კომპანიაში კი ოპტიმალური გადაწყვეტილების იმედი აქვთ
19:32 / 18.05.2021
დღეს დილიდან ხმაური იყო ბორჯომის #1
ჩამომსხმელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. თანამშრომლებმა მუშაობა
აღარ გააგრძელეს და გასაპროტესტებლად გარეთ გამოვიდნენ.დასაქმებულები სამუშაო პირობების
გაუმჯობესებას და ხელფასის მატებას ითხოვენ.
საპროტესტო აქცია პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ არის
ორგანიზებული. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დამსაქმებელთან
კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონდათ. მიიღეს დაპირებებიც, თუმცა მათი
მოთხოვნები ამ დრომდე არ შესრულებულა. ისინი ანაზღაურების მომატებას
ელიან. ქარხნის თანამშრომლები პროტესტს არ წყვეტენ კარვები გაშალეს და
ღამე ქუჩაში დარჩენას აპირებენ. მათი თქმით, იქამდე არ დაიშლებიან,
სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
დღის ბოლოს, კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ განცხადება გაავრცელა, სადაც
გაფიცულ თანამშრომლებს მიმართავს, მოუწოდებს პასუხისმგებლობისკენ და
მოლაპარაკებისაკენ, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მოლაპარაკებები
კომპანიასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის დღესვე გაიმართება.
კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ, თავისი პოზიცია წერილობით
გამოაქვეყნა, ისინი იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებების გზით მიიღებენ
ყველასთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.