ბორჯომში სააკაძის ქუჩაზე სკვერი მოეწყობა
ბორჯომში, სააკაძის ქუჩაზე
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის
მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, მერის
მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის
წარმომადგენლებთან ერთად სკვერის ტერიტორია მოინახულა.
პროექტის მიხედვით მოეწყობა დასასვენებელი და საბავშვო სივრცე,
განთავსდება სკამები და ფანჩატური, დამონტაჟდება გარე-განათება.
სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.
სკვერის მოწყობა ივნისის პირველ ნახევარში დასრულდება. პროექტი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,
ბორჯომის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
NS