ბორჯომში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი დღეიდან განახლდა. ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მოქალაქეებს აცრა ჩინური ვაქცინით ,,სინოფარმით“ შეუძლიათ.
ვაქცინაცია კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს არის შესაძლებელი.