ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის
გადაწყვეტილებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა
მელია საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს.
შესაბამისად, ნიკა მელიას სასამართლო
პროცესი 13 აპრილს, 11:00 საათზე გადაინიშნა, რათა ბრალდებულმა
დასწრება შეძლოს.
მელიას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დასწრების შუამდგომლობა
ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე დააყენეს. როგორც ისინი
შუამდგომლობაში განმარტავდნენ, ნიკა მელიასთვის საშუალება უნდა
მიეცათ, რომ სასამართლო პროცესებს დასწრებოდა და უშუალოდ ყოფილიყო
მართლმსაჯულების პროცესში ჩართული.