ახალციხის მუნიციპალიტეტში 77 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ
წყალთბილაში 77 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა,
მას ინფექცია 3 აპრილს ჩატარებული
ტესტირების შედეგად დაუდასტურდა.
5 აპრილს კი გარდაიცვალა.
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი
მათთან არ გამოკვლეულა. ქალმა ანტისხეულებზე ტესტი კერძო
ლაბორატორიაში ჩაიტარა, პასუხი კი ჯანდაცვის ცენტრმა შემთხვევით
გაიგო.
სამხარეო ადმინისტრაციაში კორონავირუსის დიაგნოზით ქალის
გარდაცვალებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ქალი სახლში მკურნალობდა
და ხუთ აპრილს, გამთენიისას დაიღუპა.
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 49–მდე
გაიზარდა.