საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი
ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი
დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს, იგი
თვითიზილაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში
განაგრძობს.