ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 და 12 წლის მოზარდების მდგომარეობა მძიმეა
ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 და
12 წლის მოზარდების მდგომარეობა მძიმეა,
- კლინიკა "მედალფას" დირექტორი
დავით მდინარაძე აცხადებს, რომ ორივე მათგანის რეფერირება შესაბამისი
პროფილის კლინიკაში მოხდება.
"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 და 12 წლის მოზარდები
მოთავსებული არიან ჩვენს კლინიკაში. გოგონას აღენიშნება ქალა-ფუძის
მოტეხილობა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ბიჭს კი ქალა-ტვინის
დახურული ტრავმა აქვს. მათ საჭირო კვლევები უკვე ჩაუტარდათ. ორივე
მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძახებული გვყავს
რეფერალი და მოხდება მათი გადაყვანა შესაბამისი პროფილის კლინიკაში,"-
განაცხადა დავით მდინარაძემ.
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი
გარდაიცვალა, ორი ბავშვი კი მძიმედ დაშავდა.
გააზიარეთ :