ახალი ამბები
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხუთშაბათს, 8
აპრილს ჩაინიშნა.
სავარაუდოდ აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი დადგება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების
სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა
მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.
მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის
დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ
საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის
შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო.
გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი
"ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია
დააკავა.
გააზიარეთ :