„კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით, პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო
აქტივისტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილები "კომენდანტის
საათის" გაუქმებას და დაწერილი ჯარიმების ჩამოწერას ითხოვენ. აქციის
მონაწილეების განცხადებით, კონცერტი მთელი ღამის განმავლობაში
გაგრძელდება და დილის 05:00 საათზე დასრულდება.
"ეს კონცერტი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ვისაც მუსიკა
მოენატრა, შეუძლია მოვიდეს, რამდენიმე ბენდია და შემდეგ დიჯეი მთელი
ღამით დაუკრავს. ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ყველაზე დიდი დემონსტრაცია
რაც ცხოვრებაში მინახავს, თუმცა "კომენდანტის საათის" გაპროტესტებას
განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება. ამ თვალსაზრისით, ვერ ვიტყოდი,
რომ ცოტა ხალხია.", - ამბობს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორი მიშა
მშვილდაძე.