პარლამენტის წინ დაუმორჩილებლობის აქციას გამართავენ
"კომენდანტის საათის" და ჯარიმების
გაუქმების მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო მოძრაობები
აქციის გამართვას გეგმავენ.
ისინი პოლიტიკურ პარტიებს
მოუწოდებენ, რომ მათ აქციას შეუერთდნენ და ერთად გააპროტესტონ ის
მოთხოვნები, რაც მათ აქვთ.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ - მათი მთავარი მოთხოვნაა ე.წ.
კომენდანტის საათის და იმ ჯარიმების გაუქმება, რომელიც მოქალაქეებს
"კომენდატის საათის" დარღვევისთვის დააკისრეს.
როგორც ისინი ამბობენ 3 აპრილს 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ
შეიკრიბებიან და იქ მთელი ღამე დარჩებიან.