პარლამენტთან ნიკა მელიას მხარდასაჭერი კარავი დაიდგა
რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის
გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ნიკა მელიას მხარდასაჭერი კარავი
დაიდგა.
კარავი მელიას მხარდამჭერებმა
გაშალეს. როგორც ისინი ამბობენ, რომ სწორედ ამ გზით 2020 წლის
არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. მათი თქმით, აუცილებლად უნდა
დაინიშნოს ვადამდელი არცევნები და გათავისუფლდეს ნიკა მელია.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია 2020 წლის 23
თებერვალს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე
დილას გიორგი გახარია გადადგა.