„ქართულ ოცნებაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა
"ქართულ ოცნებაში" პოლიტსაბჭოს და
უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა. 16.30 საათზე პარტიის
ცენტრალურ ოფისში ჯერ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, 17:30 საათზე კი
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
სხდომებზე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება საუბარი.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები სავარაუდოდ, 7 ევროპარლამენტარის
მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც იმსჯელებენ, რომელშიც ისინი არ
გამორიცხავენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ფონდებიდან ფინანსური
დახმარების შეჩერების მოწოდებას გააკეთებენ.