საქართველოში დღეს „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა
საქართველოში დღეს "ფაიზერის"
ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ მედიას ინფორმაციას ჯანდაცვის
მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მიაწოდა.
როგორც ტიკარაძემ განმარტა, მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის
პირი აიცრება, რომელზეც უფლება საკოორდინაციო საბჭომ გასცა.
"პირველი ლოკაცია იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სადაც მოხდება
მისი ტრანსპორტირება. შემდეგ გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც
"ფაიზერით" პირების ვაქცინირება მოხდება. ის ხელმისაწვდომი იქნება,
როგორც სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე ყველა იმ ჯგუფისათვის,
რომელიც გუშინ საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა", - აღნიშნა ეკატერინე
ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია "ასტრაზენეკას"
ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.