ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, ვიდრე კულტურას წულუკიანი მართავს - ანიტა რაჭველიშვილი
ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე
საქართველოში იქამდე, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს!,
- ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა
რაჭველიშვილი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის
დანიშვნას ეხმაურება და"ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, -
"ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე სანამ კულტურას
წულუკიანი მართავს! გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას
რომ მისი აზრის საწინაააღმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ თორე.....", -
წერს რაჭველიშვილი.
თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
მინისტრად მიმდინარე წლის 19 მარტს დაინიშნა დაინიშნა.