27 წლის ახალციხელი ექთანი კლინიკაში გარდაიცვალა
27 წლის ექთანი, რომელსაც
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი
განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვალება 12:00 საათზე დაფიქსირდა.
ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.
ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს გუშინ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის
გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი
გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო
კლინიკაში მკურნალობდა.ის თბილისში, გვიან ღამით
გადმოიყვანეს.