მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ტვინი ჯერ ცოცხალია - ლალი ტურძელაძე 27 წლის ექთანზე
"ღამე იყო საკმაოდ მძიმე,
ახლა მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, წამოვიდა ტემპერატურა, ამ
დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია”, - ამის
შესახებ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა
ლალი ტურძელაძემ 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას
განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, პაციენტს 24 საათში განმეორებითი
ღრმა კვლევები ჩაუტარდება.
„პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მოხდა
ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრაც, ტვინი ჯერ
ცოცხალია, ვნახოთ, 24 საათის შემდეგ.
მძიმე მდგომარეობა იყო. საღამოს მოხერხდა დასტაბილიზება და პაციენტი
აყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.
ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ამ დილისთვის, ახლა მოხერხდა სტაბილიზაციის
მიღწევა, სტაბილიზაცია გულისხმობს, რომ აპარატთან არის სინქრონში,
ერთად სუნთქავენ, წნევა ხერხდება სამი მედიკამენტის მხარდაჭერით,
მაქსიმალურ დოზებზეა, წამოვიდა ტემპერატურა, ამ დილისთვის მდგომარეობა
შედარებით სტაბილურია“,-აცხადებს ტურძელაძე.
ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის
გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი
დაუფიქსირდა. ექთანი, გუშინ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო
კლინიკაში გადაიყვანეს.