ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება - კრისტიან დანიელსონი
ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით
გახანგრძლივდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ
მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა
განაცხადა.
"მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, მე გადავწყვიტე,
რომ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში. ჩემი
ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას
იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ", - განაცხადა
დანიელსონმა.