სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება - მამუკა მდინარაძე
IRI-ის ანგარიში დასავლური
ინსტიტუტების მხრიდან, კიდევ ერთი მკაფიო პასუხია არჩევნებში
დამარცხებული რადიკალური ოპოზიციის სრულიად აბსურდულ
ბრალდებებზე,
არჩევნების გაყალბებასთან
დაკავშირებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თამვჯდომარემ
მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საერთაშორისო რესპუბლიკური
ინსტიტუტის (IRI-ის) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო
ანგარიშს გამოეხმაურა.
“IRI-ის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და
წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული,
თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული იყო , ვიდრე წინა
წლებში.
დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ “ქართული ოცნების”
ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები მნიშვნელოვანი მიღწევა იყო
საქართველოსთვის, რაც დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი
მთავარი წინაპირობა გახდა.
IRI-ის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და პოლიტიკურად
კონკურენტული. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად
ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა
პოლიტიკურ მედიასაშუალებებსა და ინფორმაციაზე.
ამასთანავე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ გლობალური პანდემიის ფონზე,
ცესკომ გამოავლინა არჩევნების ჩატარების და ამომრჩეველთა ხმის მიცემის
უფლების უზრუნველყოფისთვის მზაობა. საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა
წესები COVID-19 პანდემიის დროს ხმის მიცემის ალტერნატიული გზების
შესახებ, რაც საერთო ჯამში უპრეცედენტო და ცალკე აღსანიშნავი იყო
.
ეს, დასავლური ინსტიტუტების მხრიდან, კიდევ ერთი მკაფიო პასუხია
არჩევნებში დამარცხებული რადიკალური ოპოზიციის სრულიად აბსურდულ
ბრალდებებზე, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა, სხვა ავტორიტეტული
ორგანიზაციების შეფასებებთან ერთად, ადასტურებს, რომ 2020 წლის
საპარლამენტო არჩევნები არათუ გაყალბდა, არამედ ეს არჩევნები ყველაზე
დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნები იყო
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
დარწმუნებულნი ვართ, რომ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ
მომზადებული, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის
მიღება, კიდევ უფრო გააუმჯობესებს არჩევნების ხარისხს ჩვენს ქვეყანში
და შეფასებებიც შესაბამისი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების
მხრიდან.
რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, აბსოლუტურად გულწრფელად, ყოველგვარი
ნიშნისმოგების გარეშე მივმართავთ - სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და
მას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. არ აქვს არანაირი აზრი ყალბი
კამპანიების მოგონებას და წარმოებას. ეს დღეს კიდევ ერთხელ და მორიგ
ჯერზე დადასტურდა.
შესაბამისად, ამ მძიმე რეგიონული, პანდემიის, ეკონომიკური და რუსული
ოკუპაციისგან მომდინარე გამოწვევების ფონზე, იქნებ შეძლონ უარი თქვამ
სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ
ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, -
განაცხადა მდინარაძემ.
“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ ტექნიკური საარჩევნო შეფასების
მისიის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც გაზრდილ საარჩევნო
აქტივობას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას ასახავს. მისიის
შეფასებით, არჩევნები იყო მეტად მშვიდობიანი, კონკურენტული,
მრავალფეროვანი და გამჭვირვალე ვიდრე წინა წლებში.
IRI-ს ანგარიში მოიცავს საქართველოში, 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის
განმავლობაში, 6 გრძელვადიანი ანალიტიკოსის მიერ გაკეთებულ მიგნებებს
არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ
პერიოდში.