"ქართულმა ოცნებამ" დღეს
თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. განაცხადა "ქართული
ოცნების" დეპუტატმა სოზარ სუბარმა უმრავლესობის სხდომის დასრულების
შემდეგ,
როგორც ის ამბობს სხდომაზე სწორედ ამ
საკითხთან დაკავშირებით და ქვეყნის სხვა მიმდინარე თემებზე
მსჯელობდნენ.
"დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, მერების
კანდიდატები, მაჟორიტარების კანდიდატები, თუ საარჩევნო სიები, ვინც
იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. როგორც იცით, თვითმმართველობის
კოდექსში, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად,
მომზადებას მეტი დრო სჭირდება,"- განაცხადა სოზარ
სუბარმა.