უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის
გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-22)
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე
აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-38)
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (ვაზიანი-შუამთის
მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი
გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია.