საპროტესტო აქცია და მსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად
დღეს ოპოზიცია ნიკა მელიას
გათავისუფლების მოთხოვნით გამართავს საპროტესტო აქციას, რომელიც ჯერ
კიდევ მისი დაკავების დღეს 23 თებერვალს დაანონსდა.
აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00
საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები
ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო
მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“
მოაწყობენ.
15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები
მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ
სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. დაგეგმილია დამატებითი კარვების
გაშლაც. ამასთან, მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის
ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის
სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.
აქციაზე მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან.