147 ინფიცირებული, 607 გამოჯანმრთელებული - ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24
საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა
5 275 კვლევა ტესტით, მათ შორის 2
736 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 539 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 502-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის
მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.79%, ბოლო 14
დღის მანძილზე - 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.6%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 262 244-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით
გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე
ვირუსს ჯამში 3 447 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 28, ქვემო
ქართლი - 1, შიდა ქართლი - 16, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი
- 12, კახეთი - 4, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 785,
საიდანაც: 1 713 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 766, აჭარაში - 194, იმერეთში - 368. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 336 პირი, მათ შორის, თბილისში - 110, აჭარაში
- 38, იმერეთში - 107. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101
პირი, მათგან თბილისში - 65, აჭარაში- 8, იმერეთში - 11. 207 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 117 - თბილისში, 77 -
აჭარაში, 11 - იმერეთში. 865 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 318 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 104, ხოლო აჭარაში - 94.
სულ 6 ოქტომბრიდან - 21 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 060 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 937 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 4 767 პირი, აჭარაში - 515, იმერეთში -
908.