ახალი ამბები
თალაკვაძემ კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვა. კობახიძეს ორდენი საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ავტორობისთვის მიანიჭეს.

"კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს, თითოეულ ჩემს კოლეგას თავისუფლების საპარლამენტო ორდენისთვის", — მიმართა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან შეკრებილებს ირაკლი კობახიძემ.

თალაკვაძემ კობახიძის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დასაჯილდოებლად ბიუროს 19 თებერვალს მიმართა.

როგორც მაშინ თალაკვაძემ აღნიშნა, ორდენით დასაჩუქრება ფულად ჯილდოსაც ითვალისწინებს, თუმცა კობახიძე აპირებს, აღნიშნული თანხა ონკოპაციენტ ბავშვებს გადაურიცხოს.

კანონმდებლობის მიხედვით, თავისუფლების საპარლამენტო ორდენი გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხოელს პარლამენტარიზმის, ქვეყნის, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში, ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებების დაცვაში, საქართველოს პარლამენტის მიერ დასახული ამოცანების განხორციელებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.