10 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის და ოჯახში ძალადობის გამო კაცი დააკავეს
30 წლის კაცმა ბავშვის მიმართ
სქესობრივი დანაშული ჩაიდინა, ძალადობდა ცოლსა და შვილებზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხში, ოჯახში
ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი
დანაშაულის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული გ.ი. ლაგოდეხში
დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების
თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ
ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.
გ.ი. არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად
მყოფი 10 წლის გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული
ჩაიდინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-151-ე მუხლის
მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 126'-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა," "ბ" და
"გ" ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.