სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად, ოჯახის 3 წევრი დაიღუპა
მარნეულში, სავარაუდოდ, გაზით
ინტოქსიკაციის შედეგად, ოჯახის 3 წევრი დაიღუპა,
მათ შორის, ერთი მცირეწლოვანია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე
პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო,
ან თბონერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე
უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.