ახალი ამბები
ზამთრის კურორტებზე შესაძლოა სასტუმროები გაიხსნას, საბაგიროები არა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით მთავრობამ შესაძლოა, იმსჯელოს სასტუმროების გახსნაზე, საბაგიროების გახსნის გარეშე. როგორც თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, ამ საკითხის დაყენება რაციონალურ აზრს მოკლებული არ არის, თუმცა სასტუმროების გახსნა ძლიერი კონტროლის პირობებში უნდა მოხდეს.

„ჩემი აზრით, ჩვენ კვლავაც შეიძლება მივუბრუნდეთ და განვიხილოთ მხოლოდ სასტუმროების გახსნის ნაწილი, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე, თუკი ეს მოხდება ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმის დაცვით. ვფიქრობ, რომ არ არის ეს რაციონალს მოკლებული და ერთ-ერთი, რასაც დავაყენებ მე განსახილველად, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რამდენად შეგვიძლია ახლა ის დარჩენილი ერთი თვე მაინც რომ გამოვაყენებინოთ სასტუმროებს, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი კონტროლით,“- განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული სექტორი, ეპიდემიის პირობებში აღმოჩნდა სპორტდარბაზები და კერძო საბავშვო ბაღები.

„თუ მკითხავთ პრიორიტეტებს, ჩემი აზრით, უახლოესი პრიორიტეტი არის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ის ეხება უამრავ ადამიანს, ბევრი სირთულე შეიქმნა, თუმცა თავისი დატვირთვა და შედეგი ჰქონდა მობილობის შეზღუდვას და ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი ეს საკითხი უნდა იყოს. რესტორნების შიდა სივრცეებთან დაკავშირებით მიდის ძალიან აქტიური მსჯელობა რესტორნებთან, ძალიან კარგად არის ჩართული შრომის ინსპექცია, ჯანდაცვის სამინისტრო, ახალ რეგულაციებსაც განვიხილავთ და ალბათ, ერთ-ერთი შემდეგი ეს იქნება.

ასევე, სასტუმრობში მივედით ძალიან კარგ მოდელამდე და მექანიზმამდე, როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება, საკონფერენციო სივრცეების გახსნა. ფიტნესები და კერძო ბაღები კვლავ დახურული რჩება, ეს ის სფეროა, რომელსაც მართალია ვეხმარებით პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრა და ვფიქრობ, რომ შემედეგი ერთ-ერთი ეტაპი, ალბათ, უფრო მარტის თვეში უნდა ვიმსჯელოთ დარჩენილი დარგების გახსნაზე ძალიან ფრთხილად,“
- განაცხადა თურნავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.