საქართველოში 24 500 კგ. დაავადებული კარტოფილი შემოჰქონდათ
24 500 კილოგრამი დაავადებული
კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით,
თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 24 500 კილოგრამი კარტოფილით
დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.
კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის
სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს
თანამშრომლების მიერ კვლევისთვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე
ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა. მათივე
ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად,
აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას
დაექვემდებარა.