საქართველოს 16 თებერვალს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ეწვევა
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე,
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე ხვალ საქართველოს ეწვევა,
- შესაბამისი ინფორმაცია ეუთო-ს ვებგვერდზეა განთავსებული.
ვიზიტის ფარგლებში, ლინდე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე
ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას, ვიცე პრემიერ-
მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს და შერიგებისა
და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა
ახვლედიანს.
„მოქმედი თავმჯდომარე ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტისა და სამოქალაქო
საზოგადოების წევრებს. ის ასევე ქართული მედიისთვის განცხადებას
გააკეთებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრების დროს, საუბარი ეუთოსა და საქართველოს
შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხება.