5-6 თებერვალს საქართველოში ნალექი შენარჩუნდება
5 თებერვლიდან 6 თებერვლის დღის
პირველ ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში)
მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია
ნისლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში
ქარბუქი და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა
შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი
მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული
პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.