8 თებერვლიდან ბაზრობები და მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
ღია და დახურული ბაზრობები
ფუნქციონირებას 8 თებერვლიდან გააგრძელებენ.
მთავრობამ, ბაზრობების გახსნის
გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. ორშაბათიდან, 8
თებერვლიდან ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტიც.
„ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული
მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ
მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და
ქუთაისშიც. მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროავტობუსები. გარდა
ამისა, 8 თებერვლიდან, ორშაბათიდან ამოქმედდება ასევე სრულად
ბაზრობები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.